იმოგზაურეთ აბაშის წარსულში

ჩემს შესახებ :

წარსული — მხოლოდ მოგონება კი არა, მომავლის საყრდენია. ეს ვებსაიტი შეიქმნა ერთადერთი მთავარი მიზნისთვის — აბაშის ისტორიის, ბუნების, კულტურისა და ადამიანების შესახებ ღრმა, შთამბეჭდავი და სასარგებლო ცოდნის გაზიარებისთვის. მინდა, რომ აბაშა გამოჩნდეს არა მხოლოდ წარსულის ქრონიკებში, არამედ თანამედროვე ციფრულ სამყაროში — ისეთი, როგორიცაა სინამდვილეში: ლამაზი, ღირებული და ჩვენიანი.

მე ტექნოსკოლის წინ
ვინ ვარ მე?

მე ვარ ნანა კუპრეიშვილი, 14 წლის გოგო აბაშიდან.
ეს ვებსაიტი არის ჩემი იდეა, ჩემი გონებით შექმნილი სტრუქტურა და ჩემი გულით დაწერილი სიტყვები.
მე მჯერა, რომ ადგილობრივი ისტორია, ბუნება და ადამიანების ცხოვრების ამბები იმსახურებს იმავე ყურადღებას, რასაც მივმართავთ ცნობილი ადგილებისადმი — და თუ ამას ბავშვიც დაიჯერებს, უკვე დაიწყო ცვლილება.

პატარა მე კომპიუტერთან
ტექნოლოგიებისადმი ინტერესით — ჯერ კიდევ ბავშვობიდან

პატარაობიდანვე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დრო იყო კომპიუტერთან ჯდომა. ფოტოებიც მაქვს — 3-4 წლის ასაკში, როცა უკვე მონიტორის წინ ვზივარ და დიდი ინტერესით ვუყურებდი ეკრანზე გამოსახულს ფიგურებს.
მაშინ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა კოდირება, მაგრამ მიყვარდა ფიგურებზე "დაკლიკება" და ნებისმიერი "პროგრამის გარჩევა". თითქოს ტექნოლოგიის ენა ჩემთვის ბავშვობიდანვე გასაგები იყო.

Scratch logo
Scratch და Code.org

11-12 წლიდან დავიწყე Scratch-ზე თამაშებისა და ანიმაციების შექმნა, სადაც ლოგიკას, ვიზუალურ პროგრამირებას და მოთმინებას ვსწავლობდი.
შემდეგ ეტაპზე გადავედი Code.org-ის პლატფორმაზე, სადაც კოდის ძირითადი პრინციპები და სტრუქტურა ვისწავლე — ეს საფუძველი გახდა ყველაფრის, რასაც დღეს ვაკეთებ.

STEM logo
2024–25: STEM სკოლის პროგრამა — C++ და რობოტიკა

ბოლო 1.5 წელი გავატარე STEM სკოლის პროგრამაზე, სადაც სიღრმისეულად შევისწავლე C++ პროგრამირების ენა და რობოტიკა.
ვმუშაობდი პრაქტიკულ დავალებებზე, ვწერდი კოდს საათობით, ვაწყობდი პატარა მოწყობილობებს, ვსწავლობდი რეალურ პრობლემებზე ტექნოლოგიური პასუხის გაცემას.
ამ გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ტექნოლოგიები რეალურ ცხოვრებასაც ცვლის.

TBC logo
2025: თიბისის Front-End კურსი — HTML & CSS

2025 წლის მაისში დავიწყე თიბისის Front-End კურსი, რომელიც ჩემთვის იყო გადამწყვეტი ნაბიჯი იმაზე, რისი კეთებაც დღეს უკვე შემიძლია.
კურსზე მოსახვედრად ორი ეტაპი გავიარე, ეს მარტივი არ იყო, მაგრამ ჩავეწერე წარმატებულ კანდიდატებში და დავიწყე კურსი, სადაც HTML და CSS-ის მეშვეობით ვსწავლობდი ვებსაიტების აწყობას ნულიდან.

აბაშის ფოტო
ფინალური პროექტი — ეს ვებსაიტია!

თიბისის კურსის ფინალურ დავალებად ავაწყვე სწორედ ეს ვებსაიტი, რომელსაც ახლა კითხულობ.
თავიდან ბოლომდე ჩემი ნამუშევარია — სტრუქტურაც, დიზაინიც, კოდიც და შინაარსიც.
მე არ მინდოდა უბრალოდ ტექნიკური დავალება შემესრულებინა — მინდოდა გულით ამერჩია თემა.
და როგორ არ ავირჩევდი აბაშას?
საყვარელი ადგილი, ღირებული ისტორიებით, ბუნებით და ადამიანებით.

რატომ აბაშა?

ვებსაიტი მოიცავს:

ჩემთვის ეს ვებსაიტი ნიშნავს…

✔️ წარსულის დაფასებას
✔️ ტექნოლოგიებით მომავლის შექმნის სურვილს
✔️ იმის დამტკიცებას, რომ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, როცა გინდა შექმნა ღირებული რამ

და შენ?

თუ შენც გაქვს აბაშაზე რაიმე ისტორია, მოგონება, ფოტო ან უბრალოდ გინდა შენი ხმა მოვასმენინო სხვებს —
📩 დამიკავშირდი!
ეს ვებსაიტი შენთვისაცაა.

დამიკავშირდი